ზემლეთის თემის მოსახლეობას ნიადაგის ეროზიისგან დაცვის კომპლექსური ღონისძიებები გააცნეს
ნოვატორული სიახლეები სოფლის მეურნეობაში, ტრადიციული კულტურების დარგობრივი გაუმჯობესება და ახალ კულტურათა დანერგვის გზებისა და მეთოდების ძიება მთავარ სასაუბრო თემებს წარმოადგენდა ზემლეთის თემის მოსახლეობასთან შეხვედრისას. ფერმერების განსაკუთრებული ინტერესი შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების რეკომენდაციამ გამოიწვია ნიადაგის ეროზიისგან დაცვის კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი მაღალი დახრილობის ფერთობებზე სათოხნი (სიმინდის, ლობიოს), კულტურების მრავალწლიანი კულტურებით (თხილის და მოცვით) ჩანაცველების მეთოდმა, რაც მარტივი გზაა ნიადაგის ეროზიისგან დასაცავად.
შეხვედრაზე ზემლეთის მოსახლეობა მეთამბაქოეობის დარგის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. მიუხედავად ამ დარგის აპრობილებურობისა ჩვენს რეგიონში აგროსერვის ცენტრის სპეციალიტები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს დიდი დახრილობის ფერდობებზე რგვამ თავის დროზე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა სახნავებს ეროზიის თვალსაზრისით, ამიტომ მიწანშეწონილია მიწის ნაკვეთების სწორად შერჩევა მის გასაშენებლად.