ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები სოფელ ბეღლეთში
ხულოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები სოფელ ბეღლეთის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ მოსახლეობას სამსახურის მიზნები, ამოცანები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი ქვეპროგრამები გააცნეს. სპეციალისტებმა ფერმერებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში გუთნების, ფრეზების, მოტობლოკებისა და სკების თანადაფინანსების პრინციპით შეძენის თაობაზე და მსურველთა სია შეადგინეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში აქამდე 48 ერთეული მოტობლოკია შეტანილი. ის მოსახლეობამ თანადაფინანსების პრინციპით (30% -ფერმერი და 70 %- სამინისტრო) შეიძინა.