ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ამერიკული თეთრი პეპელას გავრცელების კერების დადგენას იწყებს
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები საკარანტინო მავნებლის, ამერიკული თეთრი პეპელას გავრცელების კერების დასადგენად სოფლებში შემოწმებას იწყებს. ამერიკული თეთრი პეპელას პირველი თაობის გავრცელების კერები კონსულტანტებმა ხელვაჩაურში, ყოფილი სახლმშენი კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი-თუთისა და კაკლის ხეებზე, სოფელ ფერიაში საშუალო სკოლის მახლობლად გზის პირას კაკლის ხეზე, სასტუმრო ,,თანამგზავრი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე თუთის ხესა და ამავე უბანში 200 მეტრის მოშორებით კაკლის ხეზე აღმოაჩინეს. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ნარგავების მეპატრონეებს კონსულტაციიები გაუწიეს მექანიკური წესით კერძოდ, კი ჩირაღდნებით დაავადების კერების მოსპობის შესახებ.
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ვიზუალურად დაათვალიერეს ასევე მახინჯაურის-გოგირდის აბანოების მიმდებარე ტერიტორია და განთიადის-ყოფილი მეცხოველეობის ფერმის, ბავშვთა ბაღისა და საშუალო სკოლის ტერიტორიები, სადაც ამერიკული თეთრი პეპელას პირველი თაობის მატლის კერები არ შეუმჩნევიათ. ამერიკული თეთრი პეპელას გავრცელების კერების გამოსავლენად, ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური გასვლებს პერიოდულად განახორცილებს.