აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ჩაქვისა და გვარა-ხუცუბნის სანერგეებს სტუმრობენ
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის და ჩაქვის ციტრუსის სადედე, საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგეებს ეწვიენ. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა არსებული სანერგეების დათვალიერება, ყოველდღიური აგროტექნიკური სამუშაოების გაცნობა, ასევეე მცენარეთა სხვადასხვა ჯიშების ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან შეგუებისა და ზრდა-განვითარებაზე დაკვირვების წარმოება.
აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ჩაქვის ციტრუსის სანერგეს ტერიტორიაზე სათბურების მშენებლობისა და აგროსერვის ცენტრის ბალანსზე რიცხული მზის სისტემის (ჰელიო სისტემა) საშრობი აგრეგატის მუშაობის პროცესსაც დაესწრნენ. საშრობი აგრეგატი აწარმოებს ყველა სახის საკვები პროდუქტების, როგორც სამკურნალო ბალახეული, ბოსტნეული და ხილის ნედლეულს ასევე თევზის შრობას. ამ ეტაპისათვის, რადგან ხილი ჭარბადაა ბაზარზე და მასზე მოთხოვნა დიდია საშრობში მხოლოდ მას აწარმოებენ.
„შეხვედრები აგროსერვის ცენტრის სანერგეებში მოეწყობა პერიოდულად, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლების ჩართულობის დონის ამაღლებას სანერგეების ფუნქციონირებაში," განაცხადა ედუარდ ფუტკარაძემ, აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ სანერგეებში სტუმრობისას.