შუახეველი კონსულტანტები მევენახეებს შეხვდნენ
მევენახეობის დარგისა და მევენახეთა მხადაჭერის მიზნით შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ჭვანის, დაბისა და ზამლეთის თემის მევენახეებს შეხვდნენ. იქ არსებული პრობლემებისა და მისი მოგვარების გზების ძიების პოვნის მიზნით მათ ვენახები ადგილზე მოინახულეს. შემომწებისას გამოვლინდა, რომ გარდა მცირე შენიშვნებისა მევენახეობაში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა ფიქსირდება. მცირედით დარღვეული იყო აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების ვადები და ვენახში ფიქსირდებოდა სათოხნი კულტურების არსებობა, რაც ვენახის დაავადების წინაპირობას ქმნის. აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ფერმერებს აღნიშნული საფრთხის შესახებ მიაწოდეს ინფრომაცია და ვენახის სხვადასხვა დაცვითი ღონისძიებების შესახებ გაუწიეს მეთოდოლოგიური რჩევები.
შეხვედრაზე მევენახეობის დარგის აღორძინების, ჯიშობრივი განხლებისა და სამთავრობო პროგრამის შესახებაც ისაუბრეს. კონსულტანტებმა ფერმერებს საშემოდგომოდ მათი ჩხავერის ჯიშის ყურძნის ნერგით მომარაგების თაობაზეც მიაწოდეს ინფორმაცია.