ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობას მოუწოდებენ
ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ხოხნაში მინდვრის ხვატარის მიერ დაზიანებული ნათესები მოინახულეს. მათ ფერმერებს შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს სიმინდის ნაკვეთებში მასიურად გავრცელებული მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. მინდვრის ხვატარი მასიურად ანადგურებს არამარტო სიმინდის, არამედ ლობიოსა და სხვა კულტურებს. ამასთან დაკავშირებით, ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ აუცილებლად მოახდინონ ნაკვეთების წამლობა პრეპარატ „დეცის პროფით“( 1 გრამი 10 ლ წყალში) თუკი ისინი სიმინდის ნარგავის მიწის ზედაპირზე გადაჭრით დაზიანების ფაქტებს აღმოაჩენენ.