საკალმახე მეურნეობის მფლობელი ფერმერი აგროსესხის აღებას გეგმავს
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად საკალმახე მეურნეობა მოინახულა. როგორც შეხვედრისას გაირკვა მწვანე კონცხის უბანში არსებული საკალმახე მეურნეობის მფლობელი ასლან ბეჟანიძე წარმოების გაფართოებასა და მასში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს, ამისთვის კი მას აგროსესხი ესაჭიროება. როგორც ბეჟანიძემ “აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლებთან საუბრისას აღნიშნა საკალმახე მეურნეობის დაფინანსების შემთხევაში, მას საშუალება ექნება კალმახი მკაცრ ბუნებრივ პირობებშიც აწარმოოს და რეალიზაციის ოდენობაც გაზარდოს.
ფერმერი კალმახს 2002 წლიდან აწარმოებს. დღეისთვის ის წელიწადში დაახლოებით 10-12 ტონა კალმახის რეალიზატორია. მისი ინფორმაციით რეგიონში კვალიფიციური ვირუსოლოგისა და ლაბორატორიის არარსებობა საკალმახე მეურნეობების დაფინანსებისა და დაზღვევის საკითხებზე უარყოფითად მოქმედებს. „აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლებმა ფერმერს შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი ქვეპროგრამები გააცნეს. ისინი ფერმერის პრობლემების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს შესაბამის უწყებებს მიაწვდიან.
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლები მსგავსი ტიპის ინდივიდუალურ შეხვედრებს ფერმერებთან კვირაში ორჯერ მართავს.