„აგროსერვის ცენტრ“-სა და კოლეჯ „ბლექსი“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„აგროსერვის ცენტრ“-სა და პროფესიულ კოლეჯ „ბლექსი“-ს შორის თანამშრომლობის მემორენადუმი გაფორმდა, რაც „აგროსერვის ცენტრ“-ში კოლეჯის მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა ჩვენთვის. ერთის მხრივ „აგროსერვის ცენტრი“ მოამზადებს პროფესიულ კადრებს სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც ასე საჭიროა ჩვენი რეგიონისთვის,“ განაცხადა „ბლექსი“-ს დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ.
„ჩვენ დავეხმარებით სტუდენტებს მაღალკვალიფიციური საწარმოო პრაქტიკის მიღებაში. რეგიონში პროფესიონალი კადრების დეფიციტია და ჩვენ გაგვიხარდება, თუ მათ მოზადებაში მივიღებთ მონაწილეობას,“ განაცხადა გოჩა ბერიძემ, „აგროსერვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა.
„აგროსერვის ცენტრ“-სა და კოლეჯ „ბლექსი“-ს შორის მემორანდუმი ერთი წლის ვადით გაფორმდა.