ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური სოფელ მარადიდსა და კირნათს სტუმრობდა
აგროსესხები და მათი მიღების საშუალებები იმ მთავარ საკითხებს შორისაა, რომლებზეც ხელვაჩურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ მარადიდისა და კირნათის მცხოვრებლებს ესაუბრნენ. გარდა ამისა, მოსახლეობას ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მიზნობრივი ქვე-პროგრამებზეც მიეწოდა. მარადიდსა და კირნათში ძირითადათ მეხილეობის, მეფუტკრეობისა და მეკალმახეობის დარგებია განვითარებული. შესაბამისად, მოსახლეობის ყურადღებაც სოფლის მეურნეობის პროგრამების ამ მიმართულებებზე გამახვილდა.