საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში მოხვედრის მსურველებს ტესტირება ჩაუტარდებათ
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში დასაქმების მსურველებს 8 მაისს ტესტირება ჩაუტარდებათ. წერილობითი კონკურსი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2 საათზე გაიმართება. კონკურსი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში 16 აპრილს გამოცხადდა. 10 ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელთა შორისაცაა ბათუმის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსია განაცხადი 56-მა ადამიანმა შემოიტანა. აქედან 7-მა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ახალი თანამშრომლების შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპი ტესტირებას, მეორე საოფისე პროგრამების ცოდნის შემოწმებას და მესამე გასაუბრებას ითვალისწინებს. კონკურსის მეორე და მესამე ეტაპი ბათუმში გაიმართება. კონკურსანტების შერჩევის პროცესი 15 მაისს დასრულდება.