ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა გამართეს მომდევნო შეხვედრა მწვანე კონცხის უბნის მოსახლეობასთან...
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მომდევნო შეხვედრა გამართეს მწვანე კონცხის უბნის მოსახლეობასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ უბნის რწმუნებულები და ადგილობრივი ფერმერები. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ ფერმერებს გააცნეს აღნიშნული სამსახურის ფუნქციები, ინფორმაცია მიაწოდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ყველა პროექტზე და შესაბამის პროექტებში აქტიურად ჩართვის კუთხით დახმარებას დაჰპირდნენ. როგორც აღინიშნა, სამინისტროს რეგიონალური სამსახურის თანამშრომლები სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოისმინეს ფერმერების პრობლემები და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.