ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გრძელდება...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქაქუთის თემში გაიმართა მორიგი შეხვედრა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე ფერმერთა სწავლება–კონსულტირების განხრით.
წარმოდგენილი თემები:
1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო ტექნიკა და ტექნიკური საშუალებანი;
2. ცხოველთა და ადამიანთა ერთობლივი გადამდები ინფექციური დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდები;
3. ჩაის, ციტრუსოვანთა კულტურებისა და კივის (აქტინიდია) ინტროდუცირებული და ადგილობრივი ჯიშების სამრეწველო დანიშნულება და მათი სარგავი მასალის წარმოების პერსპექტივა;
4. ციტრუსოვნებისა და ხეხილის ბაღებში ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით სანიტარული ღონისძიებებისა და ბრძოლის ქიმიური მეთოდის გამოყენების შესახებ;
5. ციტრუსის ნაყოფისა და ხილ–კენკროვნების კრეფის, დაფასოებისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების საკითხების განხილვა „აგროსერვის ცენტრის“ ნაყოფის გადამუშავების კონსოლიდირებული საწარმოს მაგალითიზე (გეგმები პერსპექტივა და სერვისი).