ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მეჩაიე ფერმერებს შეხვდა
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მირზა სუქნიშვილმა, მოადგილე იოსებ აბულაძესთან ერთად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მეჩაიე ფერმერებთან.შეხვედრის მიზანი იყო მეჩაიე ფერმერებთან თანამშრომლობის გაღრმავება, დარგში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გაცნობა, ასევე ქართული ჩაის წარმოების განვითარების, ხარისხის გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი ჩაის კულტურის აღდგენისა და განვითარების საკითხებს. მხარეებმა იმსჯელეს ჩაის დარგში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.მეჩაიე ფერმერებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და ის საჭიროებები გააცნეს, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერებისთვის.შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩაის წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.აგროსერვის ცენტრი აქტიურად გააგრძელებს მეჩაიე ფერმერებთან თანამშრომლობას, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს ქართული ჩაის ტრადიციის აღდგენასა და განვითარებას.შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის თანაშემწე დავით ბარაბაძე, სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები და დარგის სპეციალისტები








