ციტრუსოვნები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში შევიდა.

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში არსებული ჯიშებისა და შესაბამისი მასალების შესახებ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე, საერთაშორისო სტანდარტების (UPOV მეთოდიკის)დაცვითა და მკაცრად განსაზღვრული ეტაპების გავლის შედეგად, სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი-ის მიერ, აგროსერვის ცენტრში წარმოებული ციტრუსოვანთა სახეობები და ჯიშები „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში“ შევიდა.

კატალოგში შეტანილ იქნა ციტრუსოვანთა შემდეგი სახეობები და ჯიშები: მანდარინიდან შემდეგი ჯიშები : ფართოფოთლოვანი უნშიუ, ტიახარა უნშიუ, მიაგავა ვასე, ტაგუჩი ვასე, აოშიმა, ივასაკი, ნიჩინანი №1,  მიჰო ვასე და ოკიცუ ვასე.  ლიმონის ერთი ჯიში: ლიმონი მეიერი. გრეიფრუტის ორი ჯიში: სტარ-რუბი და რიო-რედი. კუმკვატი - ოვალური კინკანი ანუ ნაგამი. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზეა ფორთოხლის ჯიში - ვაშინგტონ ნაველი.

ეროვნულ კატალოგში ახალი ჯიშების, მათ შორის ციტრუსის სხვადასხვა სახეობების დამატება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მთლიანად დასავლეთ საქართველოს და განსაკუთრებით კი აჭარის მეციტრუსეობის დარგის შენარჩუნების და რეაბილატაციის კუთხით.