1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხეხილოვნებისა და ვაზის სანერგე მეურნეობის ქვეშ ნიადაგის ძირითადი დამუშავება (პლანტაჟი)...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარა–ხუცუბნის ტერიტორიაზე ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, სადემონსტრაციო–საკოლექციო სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ქობულეთი–ოზურგეთის ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს 3,7 ჰა ფართობზე ჩატარდა ნიადაგის მოხვნა 45-60 სმ სიღრმეზე. დაპლანტაჟებული ტერიტორია გაიწმინდა ჩაისა და სხვა მცენარეების ფესვებისა და ნარჩენებისაგან. ტერიტორია მომზადდა შემდგომი აგრო­ტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებლად.