1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრმა შუახევში ვაზის სანერგე მეურნეობა გააშენა

შუახევის მუნიციპალიტეტში ვაზის სანერგე მეურნეობა მოეწყო. 
პირველის ვაზის ნერგები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ აგროსერვის ცენტრის დირექტორთან გოჩა ბერიძესთან ერთად დარგო. საენრგე მეურნეობის გაშენებაში მონაწილეობა მიიღეს შუახევის მუნიციპალიტეტის ხემძღვანელმა პირებმა, აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებმა და მოხალისე ფერმერებმა. ვაზის სანერგე მეურნებაში დაირგო ჩხავერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის 1200 ნერგი. 
სანერგე და საჩითილე მეურნეობები მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდებიან სპეციალისტები, ფერმერები და აგრომეწარმეები მიიღებენ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებულ სარგავ და საჩითილე მასალას.
,,ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ პროექტებსა და ღონისძიებებს რომელიც სწორედ მათი განვითარების და საჭიროებების მაქსიმალურ უზრუნველყოფას ემსახურება. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, მოხარული ვარ, რომ მაღალმთიანი აჭარა უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას. ადგილობრივი წარმოების ღვინო განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მევენახეობის მიმართულება კიდევ უფრო მეტად ხელს უწყობს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ასევე ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ გაძლიერებას. მოგეხსენებათ აჭარას ღვინის წარმოების მიმართულებით უდიდესი ისტორია გააჩნია, ჩვენი მიზანია ეფექტურად სწორად გამოვიყენოთ არსებული რესურსი და პოტენციალი“-აღნიშნა ტიტე აროშიძემ.