შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერეგე და საჩითილე მეურნეობა მოეწყობა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, მაღალმთიან აჭარის ფერმერების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგეებისა და საჩითილე მეურნეობების სამშენებლო სამუშაოები, სადაც მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერეგე და საჩითილე მეურნეობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის უვირუსო ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებისთვის.

აღნიშნულ სამუშაოებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გაეცნო.

სამუშაო პროცესს ასევე გაეცნენ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და აჭარის საავტომობილო გზებისა მელიორაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ბერიძე.
სანერგე და საჩითილე მეურნეობები მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდებიან სპეციალისტები. ფერმერები და აგრომეწარმეები მიიღებენ იმავე ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებულ სარგავ და საჩითილე მასალას.