1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროტური ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ლევან ბოლქვაძე, აგროსერვის ცენტრის თანამშრომლები და სტაჟიორები აგრო-ტურის ფარგლებში სოფელ წილკანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ლაბორატორიას სტუმრობდნენ, სადაც მათ დეტალურად გააცვნეს ლაბორატორიის ფუნქციები.
აღნიშნულ ლაბორატორიაში, თესლის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA) მოთხოვნების და ნორმების შესაბამისად, ტარდება შემდეგი სახის ანალიზები: ნიმუშის აღება, ანალიზური სიწმინდის განსაზღვრა, აღმოცენების ენერგიის განსაზღვრა, აღმოცენების უნარის დადგენა, ტენიანობის განსაზღვრა, 1000 მარცვლის წონის დადგენა, მავნებლების და დაავადებების განსაზღვრა, სიმინდის და კარტოფილის კულტურის ფიტოპათოლოგიური ექსპერტიზა, სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრის ტესტი.
აგროტურის ფარგლებში სტუმრებმა ჯიღაურას სანერგე მეურნეობაც მოინახულეს სადაც გაშენებულია ხეხილისა და ვაზის სანერგეების საცდელი ბაზა.