1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

უცხოელმა ექსპერტმა ა.მ.გ.ე.ბ.ი-ს წარმომადგენლებს ევროპული გამოცდილება გაუზიარა

პროექტი ამაგ-ი „ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის“ ხელშეწყობის ფარგლებში ჩამოყალიბდა, მისი მიზანია სოფლის განვითარების პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობითი მექანიზმის განვითარება და გამოყენება, სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც ორიენტირებულია სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების ევროპულ გამოცდილებაზე და ინიციატივების მხარდაჭერაზე.

უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზნით, დღეს შერატონში გაიმართა შეხვედრა ამაგის წევრებთან, სადაც ბრიტანეთიდან მოწვეულმა ექსპერტმა კიარან განონმა მსგავსი გაერთიანების ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

 შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა. ლაშა კომახიძემ ა.მ.ა.გ.ე.ბ.ი-ს შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრა. 

 შეხვედრის ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი ,,ენპარდი-სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით