1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საერთაშორისო ფორუმი ციტრუსის ექსპორტი 2016

 აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სასტუმრო ჯორჯია პალასში გამართა საერთაშორისო ფორუმი-„ციტრუსის ექსპორტი 2016“. ფორუმი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივაა და იგი ყოველწლიურ, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ფორუმზე ლაშა კომახიძემ წარადგინა პრეზენტაცია ციტრუსის ექსპორტი 2016. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე, ყველა ის სამთავრობო, და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება რაიმე სახით, დაკავშირებული იყოს ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით საქართველოდან.
ფორუმი არის შედეგი სამინისტროს მიერ, 2016 წლის სექტემბრის თვეში განხორციელებული ვიზიტებისა სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ კი ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ლატვია; ლიტვა, ესტონეთი), ასევე ბელარუსიის, უკრაინის, ყაზახეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკებში. აღნიშნული ვიზიტების საორგანიზაციო საკითხებში სამინისტროს დიდი დახმარება გაუწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საელჩოებმა შესაბამის ქვეყნებში.
ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში, სამინისტროს ჯგუფის ვიზიტისას, შეხვედრები გაიმართა: სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან, მსხვილ ჰიპერმარკეტების, სადისტრიბუციო კომპანიების, სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობებისა და საქართველოს დიასპორის წევრ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ციტრუსის ექსპორტით თავიანთ ქვეყნებში. აღნიშნული შეხვედრები გააშუქა შესაბამისი ქვეყნების ცენტრალურმა და რეგიონალურმა ტელევიზიამ, ინფორმაცია ასევე გავრცელდა ბეჭდური მედიის საშუალებითაც. 
სამინისტროს „ციტრუსის ექსპორტი 2016“ ჯგუფის მიერ გამართული შეხვედრებისას, ფორუმზე მოპატიჟებული იქნა, მსხვილი ციტრუსის ექსპორტით დაინტერესებული პირები. საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს 8 ქვეყანის 19-მა კომპანიამ. ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები, შპს ,,აგროინვესტსერვის’’, შპს ,,TCF GEORGIA’’ და შპს ,, Georgian industrial Asset Management Group’’-ი.
დღის ბოლოს კი გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, წარმატებული - „ნარინჯისფერი რთველის“ უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ადგილობრივ ციტრუსის დამამზადებლებსა და ექსპორტიორებს მიეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები მათვის საჭირო საკითხებზე და კომპეტენტური ორგანიზაციებიდან მიიღეს ინფორმაცია, ასევე დაამყარეს უშუალო ურთიერთობები კონკრეტული ქვეყნის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.