განცხადება

განცხადება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, პროექტის N8277-00 /2015 „ცხოველთა ჯანმრთელობის მართვა სომხეთსა და საქართველოში - მეორე ფაზის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, იწვევს აჭარის ა.რ ვეტერინარებსა და ფერმერებს, მონაწილეობა მიიღონ პილოტურ დემო პროექტებში შემდეგ თემებზე:

1. ფერმის ცხოველების კვება
2. ფერმის ცხოველთა მოვლა-პატრონობა
3. ახალი ჯიშების საკვები კულტურების გამოყვანა
4. ვეტერინარული კლინიკის დაარსებაში მონაწილეობა
5. პირუტყვის ადრეული ორსულობის დადგენა
განცხადებები მიიღება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში, ბათუმი,  გოგებაშვილის ქ#46ა ან ელ. ფოსტით agroservice.centre@yahoo.com, ტელ. : 995 577 908 003.

განაცხადები მიიღება 2016 წლის 15დან-25 აგვისტომდე.