1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში სასუფრე ჯიშის ყურძენი დაიკრიფა

აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში საადრეო ყურძენი დაიკრიფა. იტალიური ჯიშის „პრიმა“ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძემ სპეციალისტებთან ერთად დაკრიფა. უახლოეს დღეებში დამწიფდება ფრანგული ჯიშის „კარდინალი“-ც. კარდინალისა და პრიმას, გარდა გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 11 სასუფრე ჯიშის ვაზია განთავსებული. სასუფრე ყურძენი აგვისტოში ეტაპობრივად დაიკრიფება. შემოდგომაზე კი გვარა-ხუცუბნის სანერგეში საღვინე ჯიშის ყურძნის აღებაც დაიწყება. სულ სანერგეში 19 საღვინე ჯიშის ვაზია გაადგილებული, მათ შორისაა ცოლიკაური, ჩხავერი, ციცქა, ოჯალეში, ტაძიგურა, ბათუმურა და სხვა.

აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში ამ ეტაპზე 7300 ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია გაადგილებული. მათი ნერგების წარმოება ორგანიზაციაში უკვე დაწყებულია და ფერმერებს რამდენიმე ჯიშის ყურძნის ნერგების, მათ შორის ჩხავერისა და ცოლიკაურის  შეძენა მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეეძლებათ.