1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მეცნიერები აგროსერვის ცენტრში კვლევებს აგრძელებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები აგროსერვის ცენტრის სანერგეებში კვლევებს აგრძელებენ. დღეს, მათ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე შეხვდა. შეხვედრაზე საცდელ ნაკვეთებში არსებული მდგომარეობა და მომავალი ექვსი სამოქმედო გეგმა განიხილეს.

კვლევების მიზანი საცდელ - სადემონსტრაციო ნაკვეთებში არსებული მცენარეების ეტიკეტირება, გენოფობრივი და ჯიშობრვი იდენტიფიკაცია, ფენოლოგიური დაკვირვების წარმოება, ზრდა - განვითარების თავისებურებების შესწავლა, სიმწიფის ვადების, მოსავლიანობის და ბუნებრივ პირობებთან შეგუების დადგენა არის. პროექტი  ENPARD AJARA  სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.