1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ევროკავშირისა და გაეროს დელეგაცია აგროსერვის ცენტრს სტუმრობს

დღეს, აგროსერვის ცენტრში „ენპარდ აჭარა“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვემ და გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილმა სტუმრებთან ერთად აგროსერვის ცენტრის მარწყვის სათბური და ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი მოინახულეს. სათბურში უკვე დაწყებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით მოყვანილი მარწყვის მოსავლის აღება-რეალიზაცია. რაც შეეხება ბალახის წარმოების დანადგარს ის აჭარაში პირველია და ერთი დანადგარის მიერ წარმოებული ბალახი რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ საძოვარს ცვლის.
გარდა ამისა, სტუმრებმა კოოპერატივებისთვის გადასაცემი ცოცხალი თევზის გადასაზიდი სპეც. ავტომანქანები ავზით და თაფლის შემრევი და დამფასოებელი დანადგარები მოინახულეს. ეს უკანასკნელი, მეორე დონის კოოპერატივს გადაეცემა, რომელშიც 15 მდე თაფლის მწარმოებელი კოოპერატივია გაწევრიანებული. დანადგარები პროექტ „ENPARD Ajara- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“  ფარგლებშია შეძენილი. პროექტი აჭარაში უკვე ორი წელია მიმდინარეობს.