1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრში მარწყვის ახალი სათბური ამოქმედდა

აგროსერვის ცენტრის გვარა - ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში, სპეციალურად თანამედროვე აგროტექნოლოგიით,  მარწყვის  ახალი სათბური ამოქმედდა.  480 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ სასათბურე მეურნეობაში, რომელსაც სამომავლოდ საჩვენებელ - სადემონსტრაციო დანიშნულებაც ექნება, დღეს მარწყვის დარგვის პროცესი დაიწყო. დაახლოებით 10 000 ძირი  ,,San Andreas“ (მხვილნაყოფა, რემონტანტული ესპანური  ჯიში) ჯიშის  ნერგი  იქნა დარგული. აღნიშნული ჯიში გამოირჩევა,  როგორც  ამინდის ცვალებადობის, ისე  დაავადებებისა  და მავნებლების მიმართ გამძელობით. გამოდგება, როგორც დახურულ, ისე ღია გრუნტში მოსაყვანად. ნაყოფი - ღია წითელი შეფერილობის, მსხვილი და  მკვრივია. მოსავალს იძლევა უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში.  ერთი ძირი, დაახლოებით, ერთ კილოგრამ მარწყვს იძლევა.