1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

საჩუქარი უნივერსიტეტს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ENPARD AJARA  სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა აჭარის რეგიონში, პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ხოან ეჩანავო, გაეროს განვითარების ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებსა და  პროფესორ - მასწავლებლებს  შეხვდნენ.  სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა და მინისტრმა უნივერსიტეტს საჩუქრად  აგრო ლიტერატურა მეციტრუსეობის, მესაქონლეობის, მეფუტკრეობის, მეღვინეობის მებოსტნეობის შესახებ გადასცეს.  სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობას, აგრარული ფაკულტეტის სტუდენ­ტები, კი სტაჟირებას აგროსერვისცენტრში გაივლიან.