1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები სატრაქტორე პარკების მონიტორინგს ახორციელებენ

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ხელვაჩაურში არსებული სატრაქტორო გაერთიანება ,,კახაბრის ველი’’ და ჩაქვში შპს ,,მექანიზატორის’’ სატრაქტორო პარკი მოინახულეს.

სატრაქტორო გაერთიანება ,,კახაბრის ველი’’-ს დირექტორის თენგიზ სირაბიძის განმარტებით მათ საკუთრებაში არსებული შვიდივე ტრაქტორი გამართულია და წელს ის ხელშეკრულების საფუძველზე კირნათის თემს მოემსახურება. რაც შეეხება, შპს ,,მექანიზატორის’’ სატრაქტორო პარკის საკუთრებაში არსებული 27 ტრაქტორიდან 6 ხელვაჩაურის რაიონისთვისაა გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ სატრაქტორო გაერთიანება ,,კახაბრის ველი“ და შპს ,,მექანიზატორი“ ნიადაგის მოხვნით სამუშაოებს აგრობარათებით ატარებენ, რაც შეეხება ფარცხვისა და კულტივაციის ხარჯებს ის ფერმერმა უნდა გადაიხადოს. მათი კალკულაციით - 1000 კვმ -ის ფარცხვა ფერმერს  7 ლარი დაუჯდება.