1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ლაბორატორიები მოინახულეს

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა სსიპ “ტესტირებისა და სერტიფიკაციის ცენტრი” მოინახულეს და მის სტრუქტურასა და მუშაობის პირობებს გაეცნენ. ცენტრი ფართო პროფილის, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  ლაბორატორიაა, სადაც  სასურსათო პროდუქციის გამოკვლევებს აწარმოებენ, მათ შორის შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ნარჩენების, სასმელი წყლის, ბავშვთა კვების პროდუქტების და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ლაბორატორიაში მცენარეთა მავნებელ-დაავადებებსა და ნიადაგის აგროქიმიურ კვლევებსაც ატარებენ.

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ბათუმის ვეტერინალურ-ლაბორატორიული უზრუნველყოფის სადგურის საქმიანობასაც გაეცნენ, სადაც ცხოველთა სხვადასხვა სახის ინფექციურ, პათოლოგიურ დაავადებებსა და ხორცისა და რძის პროდუქტებს იკვლევენ. ლაბორატორიაში ცხოველთა გამოკვლევის შესახებ ინდივიდუალურ შეკვეთებს ღებულობენ. გარდა დიაგნოზისა და დასკვნებისა ლაბორატორიებში  შესაბამის რეკომენდაციებსაც იძლევიან.