1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა ციტრუსის გადამამუშავებელ-შემფუთავი საწარმოები მოინახულეს

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები იწყებენ ციტრუსოვანთა გადამამუშავებელ-შემფუთავი საწარმოების მონიტორინგს, რომლებიც ბიზნესმენებმა სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად- 1 ლარად შეიძინეს. მათ  ორთაბათუმში, განთიადსა და მახინჯაურში მშენებარე საწარმოები მოინახულეს.

როგორც ადგილზე მისვლისას გაირკვა, ორთაბათუმში ნუგზარ სურმანიძის და ზია ჩხაიძის ციტრუსის კერძო გადამამუშავებელ და შემფუთავ საწარმოებში უკვე დამონტაჟებული და გამართულ მდგომარეობაშია ნაყოფის დამხარისხებელი დანადგარები და სხვა მოწყობილობანი. რაც შეეხება  მახნიჯაურს იქ შპს „ციტროს“ მშენებარე გადამამუშავებელ-შემფუთავი საწარმო იფუნქციონირებს, სადაც უკვე მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი, საბრუნავი და სარეალიზაციო ყუთების მომარაგება. საწარმოს თანამესაკუთრის ბიზნესმენ თენგიზ ცხადაძის განმარტებით, ისინი 1500  ტონა ციტრუსის უკრაინაში, ხოლო 600 ტონის რუსეთში შეტანას გეგმავენ, რაზეც შეკვეთა უკვე მიღებული აქვთ. ცხადაძის კომპანიამ უკრაინაში ამ სეზონზე 40 ტონა ხურმა და 20 ტონა ფეიხოას ნაყოფიც გაგზავნა.  რაც შეეხება განთიადს იქ გადამამუშავებელ-შემფუთავი საწარმოს მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და საწარმოს გახნას სეზონისთვის ვარაუდობენ.