1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ტრენინგი თემაზე „ექსტენცია სოფლის მეურნეობაში“ დასრულდა

„აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლების ტრენინგი თემაზე „ექსტენცია სოფლის მეურნეობაში“ დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში 40-მდე სპეციალისტმა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე შეისწავლეს თუ როგორ მოახდინონ ფერმერთა მასქიმალური ჩართულობა ინფორმაციის მიღების, გაანალიზებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ისინი იმ თანამედროვე სტანდარტებს დაეუფლნენ, რომლებიც ფართოდ გამოიყენება უცხოეთში ფერმერთა კონსულტირებისას. გარდა ამისა, ტრენინგი მათ სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ასპექტებსა და მათი პრაქტიკულად განხორციელების უნარის გამომუშავებაში დაეხმარა.

ტრენინგი UNDP-ს პროექტის ფარგლებში მდგრადი განვითარების დამოუკიდებელი ექსპერტმა ალექსანდრე ბაღდაძემ ჩაატარა. ის 23 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა „აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც იგეგმება.