1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრი”-ს კონსულტანტები შაუხეველ ფერმერებს ხვდებიან

„აგროსერვის ცენტრი“-ს საკონსულტაციო ჯგუფი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების მოსახლეობას შეხვდნენ. სპეციალისტებმა ფერმერებს აჭარის მთიან რეგიონში მიწათმოქმედების თავისებურებებზე, ტრადიციულ და ალტერნატიულ დარგებზე, მიწის ნაყოფიერების გასაზრდელად სასუქების შეტანასა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებაზე ესაუბრნენ. გარდა ამისა განიხილეს მეცხოველეობის დარგში არსებული პრობლემები და პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის გამოყენება. ფერმერთა დაინტერესება ფერმერული კოოპერტივებისა და პროდუქციის  რეალიზაციის საკითხებმა გამოიწვია.