1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი „აგროსერვის ცენტრი“-ს სანერგეებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორმა გოჩა ბერიძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ „აგროსერვის ცენტრი“-ს სანერგე მეურნეობებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს. მინისტრი ჩაქვის ციტრუსის საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ოფისის, სათბურებისა და შიდა გზების მშენებლობის პროცესს გაეცნო და მიმდინარე სამუშაოები  დადებითად შეაფასა. განსაკუთრებული ყურადღება გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მიმდინარე ოფისის მშენებლობამ დაიმსახურა, სადაც საკონფერენციო დარბაზი, ხილის საშრობი-გადამამუშავებელი დანადგარები და „აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტების ოთახები განთავსდება.  ოფისის გარდა სანერგეს ტერიტორიაზე საირიგაციო სისტემის, შიდა გზებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სანერეგეების ტერიტორიაზე ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.