1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრი“- ს დირექტორისა და UNDP-ის პროექტის მენეჯერის შეხვედრა ფერმერებთან

მებაღეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობისა და სხვა  დარგებში საჩვენებელი პროექტების მომზადების მიზნით „აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორი და გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი ხელვაჩაურში ფერმერებს შეხვდნენ. მათ ფერმერთა საჭიროებები გამოიკვლიეს, რათა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმოს პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტში  განხორციელდება.  

 

 „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტის ფარგლებში, რომელსაც UNDP აფინანსებს აგროსერვის ცენტრი შეიმუშავებს სადემონასტრაციო პროექტებს რეგონის მაშტაბით, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის ბოლომდე მინიმუმ 30-მდე ფერმერს, 60 000 აშშ დოლარის ფარგლებში ნაწილობრივ დაუფინანსდება მეურნეობა, ფერმა თუ სათბური მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

სადემონსტრაციო პროექტების შემუშავება „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც UNDP-ს ფინანსური მხარდაჭერით „აგროსერვის ცენტრი“ ახორცილებს. ის ფერმერების მიერ სოფლის მეურნეობაში ახალი მეთოდების გამოყენებასა და ცხადი ეკონომიკური სარგებელს, ინოვაციური მეურნეობების დანერგვას, ახალი ჯიშების გაცნობას, ფერმერების პრაქტიკული დახმარებისთვის ახალი უნარჩვევების გამომუშავებასა და სხვა საკითხების განხორციელებას ითვალისწინებს.

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორი გოჩა ბერიძე და UNDP-ის პროექტების მენეჯერი ლაშა კომახიძე ფერმერებთან შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გააგრძელებენ.