1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურში არსებულ სანერგეს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აქვს

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის სანერგე მეურნეობა მოინახულეს. სანერგე 9,4 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული  და მასში დეკორატიული და კულტურული მცენარეების 70-მდე სახეობის ნერგები გამოყავთ. გარდა ამისა, აწარმოებენ ციტრუსის, სუბტროპიკული ხურმის, კაკლის, მსხლის, ვაშლის, ტყემლის და სხვა ხეხილის ნერგებს, თუმცა სანერგეში ძირითადათ მაინც ფიჭვი გამოყავთ, რომლის 5000-მდე  ნერგი უკვე მზადაა გასაყიდათ.

მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ნერგების, ძირითადად კი ფიჭვისა და დეკორატიული მცენარეების რეალიზაციაა, რაც სანერგეს ეკონომიკურ შემოსავალზე აისახება. შესაბამისად, სახსრების უქონლობის გამო მინერალური და ორგანული სასუქების შეძენა და ნიადაგის დროულად განოყიერება სანერგეში ვერ ხერხდება. გარდა ამისა, პრობლემაა პროდუქციის რეკლამირება საინფორმაციო საშუალებებით.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები თვლიან, რომ თუკი სანერგე მეურნეობა ნერგების რეალიზაციის პრობლემას მოაგვარებს მას შესაძლებლობა აქვს გაზარდოს წარმოება და სრულად დააკმაყოფილონ რაიონის მოსახლეობისა და სხვადასხვა დაწესებულებათა მოთხოვნები  ბაღების, ოფისებისა და სკვერების კეთილმოსაწყობად, როგორც კულტურული  ასევე დეკორატიული მცენარეების ჯიშებით.