1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

UNDP-ის აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი კონსულტანტებს შეხვდა

გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე  „აგროსერვის ცენტრი“-ში UNDP-ის პროექტის ფარგლებში დაქირავებული კონსულტანტებს შეხვდა. კომახიძემ კონსულტანტებისგან ის საკითხები მოისმინა, რომელთა შესახებაც სპეციალისტები ფერმერების კონსულტირებას გეგმავენ.

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტის ფარგლებში, რომელსაც UNDP აფინანსებს ორგანიზაციამ  აგრონომები, ვეტერინარები, აგრობიზნესის კონსლუტანტები და საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები დაიქირავა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში სისტემატურ შეხვედრებს გამართავენ ფერმერებთან და დაეხმარებიან მათ მეურნეობების განვითარებაში.

„ამ პროექტის მთავარი მიზანია, რომ ფერმერმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ახალ ჯიშებზე მემცენარეობაში, რომლებიც დასაბუთებულია, რომ მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ფერმერებს,“ განაცხადა ლაშა კომახიძემ.