1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორისა და UNDP-ის წარმომადგენლების შეხვედრა ფერმერებთან

„აგროსერვის ცენტრი“-ს დირექტორი გოჩა ბერიძე და გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე შუახევში ფერმერებს შეხვდნენ.  მათ მოსახლეობას სამთავრობო პროგრამების მიმდინარეობასა და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრნენ. ასევე გამოიკვლიეს ის საჭიროებები და პრობლემები, რომელიც შუახევში მცხოვრებ ფერმერებს აწუხებს.

ფერმერების საჭიროებების კვლევა  „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც UNDP-ს ფინანსური მხარდაჭერით „აგროსერვის ცენტრი“ ახორცილებს. ის ფერმერების მიერ სოფლის მეურნეობაში ახალი მეთოდების გამოყენებასა და ცხადი ეკონომიკური სარგებელს, ინოვაციური მეურნეობების დანერგვას, ახალი ჯიშების გაცნობასა და ეფექტური სამეურნეო მეთოდების დანერგვას, კონსულტაციებისა და ტრენინგებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, შემდგომში ფერმერთა მიერ პროექტების შემუშავებასა და სხვა ფერმერების მიერ მეთოდების/მიდგომების გადაღებას, ფერმერების პრაქტიკული დახმარებისთვის ახალი უნარჩვევების გამომუშავებასა და სხვა საკითხების განხორციელებას ითვალისწინებს.

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობი“-ს პროექტი 1 აგვისტოს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში გაგრძლედება ფერმერებთან შეხვედრა და მათი მოთხოვნების გათვალისწინება ცალკეულ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების განხორცილებისას.