1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა საფუტკრე მეურნეობა მოინახულეს

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ი/მ თენგიზ მალაყმაძის საფუტკრე მეურნეობა მოინახულეს. ისინი თაფლის წარმოებასა და მისი რეალიზაციის საკითხებს გაეცნენ.

თენგიზ მალაყმაძე მეფუტკრეობას 1990 წლიდან ეწევა და დღეისათვის 100-მდე ფუტკრის ოჯახს ფლობს, სადაინაც წელიწადში ტონამდე თაფლს აწარმოებს. გარდა ამისა, გამოყავს დედა ფუტკარი, აკეთებს ფიჭასა და მეფუტკრეობისთვის საჭირო სხვა ინვენტარს. ის პროდუქციის რეალიზებას თავისივე მაღაზია „ფუტკრის სახლში“ ეწევა. გარდა ამისა, მეფუტკრეს თაფლის დიდი ნაწილი თურქეთშიც გააქვს.

როგორც თენგიზ მალაყმაძე აცხადებს, პრობლემაა რეგიონში თაფლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორიის არ არსებობა, რის გამოც პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე ვერ გადის. მეფუტკრეს თაფლის წარმოების გაუმჯობესების მიზნით სესხის გამოტანა სურს, რომლითაც ფიჭის მწარმოებელი დანადგარის შეძენას გეგმავს. მალაყმაძის განცხადებით, ქართული ფიჭის ფირფიტების შეცვლას ფერმერები მისი სიძვირისა და ტექნოლოგიური სირთულის გამო დრულად ვერ ახერხებენ, რის გამოც თაფლის ხარისხის დონე მცირდება. დანადგარის შეძენის შემთხვევაში კი ის სხვა ფერმერების ნატურალური ფიჭებით დახმარებას უსასყიდლოდ გეგმავს.

აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა მას  „შეღავათიანი აგროსესხის“ პროექტით სარგებლობა შესთავაზეს და მისი მიღების გზები აუხსნეს. საბოლოოდ კი მეფუტკრე ბანკის წარმომადგენლებს დააკავშირეს.