1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შუახევში ბოსტნეული კულტურების განვითარების პერსპექტივებია

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტში ბოსტნეულის ნარგავები მოინახულეს. როგორც დათვალიერებისას გამოიკვეთა  შუახევის რაიონში, განსაკუთრებით კი დაბალი ზონის თემებში მებოსტნეობის განვითარების კარგი პერსპექტივაა, რაზეც გარდა სხვა ბოსტნეული კულტურებისა ბულგარული წიწაკის წარმოების მაშტაბების ყოველწლიური ზრდა და ახალ არეალზე გავრცელება მეტყველებს.

მიუხედავად ფერმერთა მონდომებისა, ზოგიერთ სოფლებში ვლინდება კულტურათა მოვლა-მოყვანის, მათი განოყიერებისა თუ დაცვითი ღონისძიებათა შესახებ მოსახლეობის  უყურადღებობისა და ინფორმირებულობის დაბალი დონე, რაც  აგროსერვის ცენტრის სპეციალისტთა რეკომენდაციებისა და რჩევების უგულვებელყოფაში გამოიხატება. ეს განსაკუთრებით მცენარეთა დაცვის ქიმიური ღონისძიებების ჩატარებისას ვლინდება, რადგან მოსახლეობა მათთვის ცნობილ, აპრობირებული შხამ-ქიმიკატებს ირჩევს  და სიახლეების მიმართ თავშეკავებულობას იჩენს.

დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ  ბოსტნეულის ნარგავებში, კერძოდ კი კიტრისა და პომიდვრის ნარგავებში სხვადასხვა  დავადების კერები შეიმჩნევა. რის შესახებაც აგროსერვის ცენტის კონსულტანტებმა ფერმერებს  სათანადო რეკომედაციები   მიაწოდეს.