1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ხელვაჩაურის საინფომაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ჩაის პლანტაციების შესწავლას იწყებს

ჩაის პლანტაციების  მდგომარეობის შესწავლისა და აღდგენა-რეაბილიტაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა  მუნიციპალიტეტში არსებული ჩაის პლანტაციები დაათვალიერეს. როგორც ადგილზე გასვლისას გაირკვა რაიონში ჩაის პლანტაციების მთლიანი ფართობი  800 ჰექტარს შეადგენს,  აქედან  86 ჰა აღდგენილია,  327 ჰა  რეაბილიტაციას ექვემდებარება,  ხოლო დანარჩენი 387 ჰა გატყევებულია და მისი რეაბილიტირება შეუძლებელია.

აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები  შპს „აჭარინვესტ ჩაი“-ს საქმიანობასაც გაეცნენ ჩაის ნედლეულის მიღება - გადამუშავების მდგომარეობის შესწავლის მიზნით.  კომპანიას ორი მიკრო ფაბრიკა გააჩნია- ერთი სოფელ მარადიდში, რომელიც დღეღამეში  2 ტონამდე ნედლეულს აწარმოებს და  მწვანე ჩაის უშვებს, მეორე კი დაბა ხელვაჩაურში, რომელიც  5 ტონამდე ნედლეულს ამუშავებს და  შავი ბაიხის ჩაის აწარმოებს.  ამ კომპანიას 26 ჰა ჩაის პლანტაცია არენდით აქვს აღებული, სადაც სეზონურად 200-დე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ასევე მოინახულეს ორთაბათუმში არსებული მიკრო ფაბრიკა, რომელიც ი/მ ნუგზარ სურმანიძეს ეკუთვნის. სურმანიძეს ამ სეზონზე 3 ტონამდე ჩაის ნედლეული აქვს მიღებული. როგორც მასთან საუბრისას გაირკვა, ინდმეწარმეს არ გააჩნია საკმაო ფართობის ჩაის პლანტაცია, რომ  ჩაის წარმოება გაზარდოს.