1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტები აგრძელებენ ფერმერთა კონსულტირებას

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევას. ამჯერად,  მათ სოფელ განთიადში მცხოვრები ნინა სურმანიძის, გულო გორგილაძის, ეთერი დუმბაძისა და გოდერძი ბერიძის საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებული ნარგავები მოინახულეს. აღნიშნულ ოჯახებს საკარმიდამო ნაკვეთებზე გაშენებული აქვთ სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ნარგავები, კერძოდ კი ციტრუსი, ხეხილი, კივი და სხვა კულტურები, ასევე მარცვლოვანი და ბოსტნეული კულტურები, მათ შორის სახელმწიფო პროგრამით მიღებული ჩითილებიც.

ვიზუალური დათვალიერებისას გაირკვა, რომ აღნიშნული ოჯახები ნარგავების მოვლა-პატრონობისას იყენებენ, როგორც მეცნიერულად დადგენილ აგროწესებს, ასევე ხანგრძლივი შრომით შეძენილ საკუთარ გამოცდილებას. რის გამოც, მრავალწლიანი ნარგავების საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ფერმერები წელს კარგ მოსავალს ელოდებიან. რაც შეეხება  ბოსტნეულ კულტურებს, კერძოდ კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯანისა და წიწაკის ნარგავებს ისინი  მასიურადაა დაავადებული ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებით. მეპატრონეებს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა განუმარტეს აღნიშნულ მავნებელ - დაავადებათა წინააღმდეგ წამლობების სქემა და გაუწიეს  რეკომენდაციები მსგავსი დაავადების თავიდან ასარიდებლად.