1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები კახაბერში

 „აგროსერვის ცენტრის“ ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები კახაბრის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალისტებს  შეხვდნენ. მათი შეხვედრის მიზანს „მიწის ფლობისა და სარგებლობის რეესტრის“ წარმოების, შეგროვება-დამუშავების სპეციფიკისა და არსებული რეესტრის მონაცემების გადამოწმება წარმოადგენდა. შეხვედრაზე, ასევე განხილულ იქნა სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციული ბაზის  წარმოებისათვის ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ შედგენილი ცხრილები, რომელიც ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს პერიოდულად გაეგზავნება. კონსულტანტებმა კახაბერში არსებული ციტრუსებისა და ბოსტნეული კულტურების ნარგავები მოინახულეს. მათ ფერმერებსა და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს  რეკომენდაციები გაუწიეს მცენარის მოვლა მოყვანისა და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის გასატარებელ კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადება ,,თურქულის“ საგაზაფხულო პროფილაქტიკურ ვაქცინაციასა და ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.