1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მორიგი გასვლა მოსახლეობაში

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები ოლადაურის თემის მოსახლეობას შეხვდნენ. კონსულტანტებმა ფერმერებს  სხვადასხვა სახის მეთოდოლოგიური რჩევები მიაწოდეს როგორც ნიადაგ-დამამუშავებელ, ისე მასზე გაშენებული ნათესი კულტურების მოვლა-მოყვანის, მავნებელ-დავადებებთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებებსა და მათი გამოყენების წესებზე. 

ფერმერები ინიციატივით გამოვიდნენ რომ, მთავრობა მათ მრავალწლიანი ხეხილოვანი ნარგავების მავნებელ-დავადებების წინაღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაში მიზნობრივი პროგრამის მეშვეობით დაეხმაროს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი მონდომება საკმარისი არაა, რადგან მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა ხარჯებთანაა დაკავშირებული.