1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აგრო კრედიტებს მხოლოდ ახალი საწარმოების დასაფინანსებლად გასცემს

„აგროსერვის ცენტრი“-ს ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ შეხვედრებს საბანკო სექტორი წარმომადგენლებთან. ამჯერად, ისინი „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-ს ბათუმის რეგიონალური ფილიალის, საკრედიტო განყოფილების უფროსს შეხვდნენ.  შეხვედრაზე „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სესხების გაცემის პირობებსა და ამ მხრივ ბანკში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

როგორც ცნობილია „ შეღავათიანი აგროკრედითის“ პროექტი სამ კომპონენტიანია. „ვითიბი ბანკი“ კი სესხებს მხოლოდ მესამე კომპონენტის ფარგლებში გასცემს, რაც ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსებას ითვალისწინებს. სესხი  3%-იანია და ის  7 წლის ვადით ერთ მილიონ ლარამდე გაიცემა. „ვითიბი ბანკ“-ში ამ დრომდე შესული საკრედიტო განცხადებებიდან მხოლოდ სამი განიხილეს. აქედან,ორის ავტორს ბანკმა სესხის იმაზე ნაკლები რაოდენობა შესთავაზა, ვიდრე ამას მოქალაქე ითხოვდა. რის გამოც ფერმერებმა აგროკრედიტის აღებაზე უარი განაცხადეს. ამ და სხვა მიზეზების გამო ბანკს აგროკრედიტი ამ დრომდე არ გაუცია. როგორც საკრედიტო განყოფილების უფროსი ნესტან აბაშიძე აცხადებს, ფერმერები ვერ აკმაყოფილებენ ბანკის მოთხოვნებს. კერძოდ, კი მათ არ შეუძლიათ  სესხის უზრუნველყოფა, მასში თანამონაწილეობა, რაც ფერმერის მხრიდან პროექტის 20 % დაფინანსებას მოითხოვს და არ გააჩნიათ აგროსფეროში მუშაობის გამოცდილება.

შეხვედრა „აგროსერვის ცენტრი“-ს ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებსა და „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-ს საკრედიტო განყოფილების უფროს შორის არაფორმალური იყო. „აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლები აგროკრედიტებთან დაკავშირებით საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას ფერმერთა დასახმარებლად იკვლევს.