1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ტრენინგი „აგროსერვის ცენტრი“-ს აგრონომებისა და სამსახურის უფროსებისთვის

დღეს „აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და აგრონომებს ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ ციტრუსოვან, ხეხილოვან, ბოსტნეულისა და ვაზის მავნელებელ დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ტრენინგი მცენარეთა დამცველმა ალექსანდრე გეგუჩაძემ ჩაატარა.  

„ჩვენს კონსულტანტებს ხშირი კონტაქტი აქვთ ფერმერებთან, რომლებიც საჭიროებენ ინფორმაციების მიღებას იმ ახალი მიდგომებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ინერგება სოფლის მეურნეობის დარგში. მაგალითად, ამჯერად სიახლეები ახალ პრეპარატებსა და თხევად სასუქებთან დაკავშირებით გვაქვს. ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნას ჩვენი აგრონომები  ფერმერებს გაუზიარებენ,“ განაცხადა  ალექსანდრე გეგუჩაძემ.

მსგავსი ტრენინგები „აგროსერვის ცენტრი“-ს თანამშრომლებს მომავალშიც ჩაუტარდებათ.