1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები სოფელ დაგვაში

ქობულეთის რაიონში  პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სადგურის გახნის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ დაგვას მოსახლეობას მიაწოდეს.  მათ ფერმერებს საქონლის ბუნებრივ განაყოფიერებასთან შედარებით მისი ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობებზე ესაუბრნენ. „აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანეტებმა მოსახლეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მიზნობრივი პროგრამებიც გააცნეს. ფერმერებს კონსულტაციები ციტრუსოვანთა მავნებელ- დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისა და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანისა და დაცვის ღონისძიებების შესახებ გაეწიათ. შეხვედრისას მოსახლეობამ კონსულტანტებს ინფორმაცია მიაწოდეს სოფელში ამერიკული თეთრი პეპელას გავრცელების შესახებ. ისინი მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვენ.