1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შეხვედრა დღვანელ ფერმერებთან

საზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას და მის თანმხლებ პრობლემებს შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები დღვანის თემში გაეცნენ. მათ ფერმერებთან ერთად იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარების გზებსა და პრესპექტივებზე. ფერმერებმა კმაყოფილება გამოხატეს სამთავრობო პროგრამებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მათი როლი დიდია ფერმერული მეურნეობების განახლებასა და მოწყობაში. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სამინისატროს მხრიდან შხამ-ქიმიკატებზე კონტროლის გამკაცრებასა და შემოწმებას მოითხოვს, რათა არ მოხდეს წინა წლის გამოცდილების გაზიარება, როცა ფერმერებს უხარისხო შხამ-ქიმიკატებმა მოსავალი გაუმჯობესების ნაცვლად  გაუფუჭა.  

შეხვედრის დასრულებისას ფერმერებმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის კონსულტანტებთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი შეხვედრები მათ დაეხმარებათ სოფლის მეურნეობის დარგში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციები დროულად მიიღონ.