1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების 3.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იწყება /“Agriculture Development Program of the Ministry of Agriculture of Ajara”.

დღეს, „აგროსერვის ცენტრ“-ს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ მათ „აგროსერვის ცენტრი“-ში მიმდინარე პროექტები გააცნო და საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სამსახური დაათვალირებინა. ევროკავშირის   ოპერაციათა   დელეგაციის   ხელმძღვანელმა რამონ რეიგადამ „აგროსერვის ცენტრი“-ს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წინა კვირას გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესს პროექტების მომზადებაში ტრენინგები გაიარეს სერთიფიკატები გადასცა. ამის შემდეგ  სტუმრებმა „აგროსერვის ცენტრი“-ს ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობა მოინახულეს და  სანერგეს ტერიტორიაზე გაეროს (UNDP) მხარდაჭერით  შესრულებულ პროექტებს გაეცნენ. ისინი სანერგეში ხილის საშრობი მოწყობილობის ფუნქციონირების პროცესსაც დაესწრნენ.

რამონ რეიგადა, ევროკავშირის   ოპერაციათა   დელეგაციის   ხელმძღვანელი და გაეროს (UNDP) წარმომადგენლები  “აგროსერვის ცენტრ“-ს „ENPARD Ajara-  სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ პროქტის ფარგლებში სტუმრობდნენ. პროექტი, რომელსაც ხელი გუშინ აჭარის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა მოაწერეს რეგიონში აგროსექტორის განვითარებასა და მცირე ფერმერთა გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტის პარტნიორებია „აგროსერვის ცენტრი“ და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ის  ევროკავშირისა და   აჭარის არ  მთავრობის მიერ ფინანსდება  და მისი ღირებულება 3.3 მილიონ ევროს შეადგენს. მას აჭარაში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ახორციელებენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის  ნაწილია. ENPARD–ის საშუალების ევროკავშირი ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებში  ეკონომიკის ზრდას, სტაბილურობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას  სურსათის  უვნებლობის, მდგრადი წარმოებისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საფუძველზე.

Agriculture Development Program of the Ministry of Agriculture of Ajara.

The representatives of United Nations (UN) and European Union (EU) visited the facilities of the Agroservice Centre, namely the Artificial Insemination station, Information and Consultation service, Chakvi Citrus Nursery and received an information about the projects supported by the United Nations Development Programme (UNDP).

Agriculture Development Program is a part of the European Neighbourhood Programme for Agriculture and Rural Development (ENPARD) and is implemented by the Ministry of Agriculture