1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ურეხის მეცხოველეობის ფერმის მფლობელი წარმოების გაუმჯობესებას აპირებს

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ურეხის მეცხოველეობის ფერმა „ჩვენი ფერმა“ მოინახულეს. ისინი ფერმაში არსებულ მდგომარეობას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვის პირობებსა და  პროდუქტიულობის დონეს გაეცნენ.  ფერმერი წარმოების გაუმჯობესების მიზნით აგროსესხის გამოტანასა და რელიზაციის გაზრდას გეგმავს.

როგორ ფერმაში აცხადებენ, ერთი ფურის საშუალო დღიური წველადობა 7ლიტრ რძეს არ აღემატება, რაც პირუტყვის მოვლა-შენახვის ხარჯებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მსგავსი შედეგი არასაკმარისი საკვები ბაზითა და ცხოველთა ჯიშობრივი მდგომარეობით არის გამოწვეული.                          

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ფერმერს პირუტყვის პროდუქტიულობის მომატებისთვის მისი ჯიშობრივი განახლება შესთავაზეს და მსხვილფეხა საქონლის ხელოვნური განაყოფირების სერვის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.  „აგროსერვის ცენტრ“-ში საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი უკვე ერთი წელია მოქმედებს.