1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები შუბანის თემში

შუახევის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა შუბანის თემში მცხოვრებ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი ქვეპროგრამები გააცნეს.  შეხევდრაზე საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარებასა და ამ მხრივ რაიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ფერმერების განცხადებით, მიმდინარე წელს ნაადრევი გაზაფხულის მოსვლამ ხელი შეუწყო შუახევის რაიონში საგაზაფხულო სამუშაოების დროულად და სწრაფად ჩატარებას, თუმცა პრობლემად რჩება მრავალწლიან კულტურებზე მავნებლების მიერ მიყენებული ზიანი. ამ პრობლემების მოგვარებასა და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით კონსულტანტებმა ფერმერებს სხვადასხვა სახის რეკომენდაციები მიაწოდეს.