1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში დაკვალვითი სამუშაოები მიმდინარეობს

გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მურნეობის ტერიტორია ვაზისა და ხეხილის ელიტური ჯიშების დასარგავად მზადდება. ამჟამად, 3,5ჰა მიწის ფართობზე დაკვალვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 10 მაისიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიწყება საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების წარმოების ეროვნული ცენტრის მიერ საჩუქრად გადმოცემული 4000 მდე ვაზისა და ხეხილის ნერგების დარგვა. გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო-საკოლექციო, სადედე მეურნეობის ტერიტორიაზე საგაზაფხულო სამუშაოები ადრე გაზაფხულზე დაიწყო.